ავსტრიაში საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2019 16:20
ავსტრიაში საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს

ავსტრიაში ყალბი პასპორტების გამო საზღვარზე 15 ადამიანი აიყვანეს. დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ნაწილ-ნაწილ დაბრუნდებიან.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, თითოეულს ჯარიმის სახით, 500 ევროს გადახდა დაეკისრა.

ავსტრიაში ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის იურიდიული განყოფილების უფროსის ირმა ცირამუას ინფორმაციით, ამ მოქალაქეებს ჰქონდათ საქართველოში დამზადებული ჩეხეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების ყალბი პასპორტები.

„ისინი ცდილობდნენ გაეგრძლებინათ მოგზაურობა ირლანდიის მიმართულებით“, - აღნიშნა ცირამუამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსშია.

 

ტეგები