„გიორგი ქადაგიძემ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია“ - პროკურორი
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2019 18:57
„გიორგი ქადაგიძემ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია“ - პროკურორი

„თიბისი ბანკის“ საქმე - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი დღეს დაიკითხა. საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში, ქადაგიძის გამოკითხვის შემდეგ განუცხადა, რომ სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა გამოძიების შეკითხვებს პასუხი ვერ გასცა.

„გიორგი ქადაგიძემ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ვინაიდან ყველაფერზე აცხადებს, რომ ეს დეტალები არ ახსოვს. გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, აღნიშნულ პერიოდში, ამ სააგენტოს ჩატარებული აქვს „თიბისი ბანკის“ შემოწმება და გიორგი ქადაგიძე როგორც ხელმძღვანელი, იყო ამ პერიოდში ამ სააგენტოში. ჩვენ გაგვაჩნდა შეკითხვები შემოწმების პროცესთან და შემოწმების შედეგთან დაკავშირებით და როგორც გიორგი ქადაგიძე აცხადებს, მას არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგები. სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხებს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ტეგები