გიორგი ბოჭორიშვილი ასუანის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2019 20:08
გიორგი ბოჭორიშვილი ასუანის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა

მსახიობმა გიორგი ბოჭორიშვილმა ასუანის საერთაშორისო ფესტივალზე ეგვიპტელი მსახიობის, ნადი ლუტფის სახელობის ჯილდო მიიღო.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ფესტივალზე, რომელიც თებერვალში ჩატარდა, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „ჰორიზონტი“ ჩვენებაც გაიმართა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალზე საუკეთესო ფილმის წოდება მარიამ გულბანის ფილმს “სანამ მამა დაბრუნდება” მიენიჭა.Top of Form

ტეგები