საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ელჩი მიმართვას ავრცელებს
ამობეჭდვა · 09 / 03 / 2019 12:12
საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ელჩი მიმართვას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, იოსებ ნანობაშვილი ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოქვეყნებულ წერილში ელჩი აღნიშნავს, რომ ბერძენ კოლეგებთან ინტენსიურად განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოს მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვების გაცემის გამარტივება, საქართველოს მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის დაჩქარება, საბერძნეთის სამთავრობო ინსტიტუტების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცება.

„ვფიქრობ, ჩვენს ბერძენ პარტნიორებთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოაქვს. საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა გახლდათ. საელჩო აგრძელებს საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის სამუშაოებს“, - წერია ელჩის მიმართვაში.

ტეგები