ვარკეთილში 4 მანქანა გაქურდეს
ამობეჭდვა · 09 / 03 / 2019 13:28
ვარკეთილში 4 მანქანა გაქურდეს

თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, მერვე კვარტალის მე-13 კორპუსის ეზოში 4 ავტომობილი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ქურდებმა ავტომობილების უკანა მინები ჩაამსხვრიეს და მოქალაქეების პირადი ნივთები წაიღეს. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

ტეგები