ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას უჩვეულო პოსტერებით აპროტესტებენ
ამობეჭდვა · 10 / 03 / 2019 11:55
ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას უჩვეულო პოსტერებით აპროტესტებენ

ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, დავით კაკაბაძე, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე ქუთაისში პარლამენტის დატოვებას მოითხოვენ - ქუთაისის ქუჩებში ამ შინაარსის პოსტერები გამოჩნდა.

როგორც მოძრაობის “ დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრები აცხადებენ , ეს პოსტერები ერთ-ერთი სიმბოლური ნაწილია იმ აქცია-პერფომანსის , რომელიც 12 მარტს, 13:00 საათზე , ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება.

პოსტერების ავტორი მხატვარი ლევან ვეკუაა. აქციაზე მხატვრები მოქალაქეებთან ერთად თავიანთი ნამუშევრებით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას გააპროტესტებენ. ქუთაისში პარლამენტმა მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო. “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში განაახლა.

 

ტეგები