ავიაკატასტროფის შედეგად ეთიოპიაში 157 ადამიანი დაიღუპა
ამობეჭდვა · 10 / 03 / 2019 19:22
ავიაკატასტროფის შედეგად ეთიოპიაში 157 ადამიანი დაიღუპა

ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, 157 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი. კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.


ბოინგი 737 ადის-აბება-ნაირობის რეისს ახორციელებდა. ის რადარებიდან ეთიოპიის დედაქალაქის აეროპორტის დატოვებიდან 6 წუთში გაქრა.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

 

ტეგები