რომან კაკულია „თიბისის საქმეზე“: გვინდა სახელმწიფო ღირსეულად გამოვიდეს ამ სიტუაციიდან
ამობეჭდვა · 10 / 03 / 2019 22:58
რომან კაკულია „თიბისის საქმეზე“: გვინდა სახელმწიფო ღირსეულად გამოვიდეს ამ სიტუაციიდან

„გვინდა სახელმწიფო ღირსეულად გამოვიდეს ამ სიტუაციიდან“ - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „თიბისი ბანკის საქმესთან“ დაკავშირებით გადაცემაში „Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ჩვენ გვინდა სახელმწიფო ღირსეულად გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, ამ ეტაპზე არსებული პოზიციები არ იძლევა საშუალებას ცალსახად, ამის იმედი რომ გვქონდეს.

რეალურად 3 ალტერნატივა შეიძლება განვიხილოთ. პირველი ალბათ ის არის, რომ თიბისი ბანკის უკან დგას მხოლოდ ის კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმე, რომელზეც ჯერ არ დამდგარა პასუხი და მეტი სხვა არაფერი. დანარჩენი ყველაფერი არის მოგონილი.

მეორე ვერსია არის ის, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი, რომელიც იყენებს არსებულ დანაშაულს და უნდა მიაღწიოს სხვა პოლიტიკურ ინტერესს, რომელზეც ვერ საუბრობს, მაგრამ პოლიტიკური ინტერესი სხვა არის.

მესამე ფაბრიკაცია მოხდა დანაშაულის, რომ მიღწეულ იქნას პოლიტიკური ინტერესი.

პირველი ვერსია, რომ აქ მხოლოდ დანაშაულთან გვაქვს საქმე პროკურატურამ თვითონვე გამორიცხა, იმის გამო რომ არ დასახელდა მიზეზი , რატომ 10 წლის შემდეგ.

რადგან ეს კარგად არ იქნა მიწოდებული პირველი ვერსია გამოირიცხა, რჩება ორი ვერსია: გვაქვს საქმე სხვა პლიტიკურ მოტივაციასთან, რომელიც პარალელურად მიდის არსებულ დანაშაულთან თუ ფაბრიკაცია მოხდა დანაშაულის.

იკვეთება თემები, რომელზეც პროკურატურამ პასუხი უნდა გასცეს, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი ხდება, როცა არცერთ ვარიანტში გამორიცხული არ არის პოლიტიკური ინტერესი“-აცხადებს რომან კაკულია.

წყარო: bm.ge

ტეგები