ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 11 / 03 / 2019 18:01
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 12 მარტისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6866 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6878 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0012-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0214 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0396 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0182-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4910 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.5318 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0408-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4942 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4942 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარის კურსი არ შეცვლილა.