თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება ახალ პროექტს იწყებს
ამობეჭდვა · 11 / 03 / 2019 19:44
თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება ახალ პროექტს იწყებს

თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება  ევროკავშირის პროგრამის  -Erasmus + ფარგლებში მოპოვებული გრანტით, ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობის პროექტს იწყებს. 

პროექტის პრეზენტაცია დღეს „ფაბრიკაში“ გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს გრანტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია.  

პროექტის ფარგლებში, 147 520 ევრო მოხმარდება თბილისში  ახალგაზრდული სერვისების და საჭიროებების შესახებ კვლევას; თბილისის ახალგაზრდული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნას; მეთოდური სახელმძღვანელოების  შექმნას; ახალგაზრდული ცენტრების თანამშრომლების წამყვან ევროპულ ცენტრებში გადამზადებას; ახალგაზრდული  გაცვლითი პროგრამების განხორციელებას; ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის ექსპერტების სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზებას და თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბებას პოლონეთის, შვედეთის,  ესტონეთის და  უკრაინის  მუნიციპალურ   ახალგაზრდულ ცენტრებთან.

საგრანტო პროექტის განხორციელება 2019  წლის მარტში იწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება.