ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი - მიხეილ სააკაშვილი
ამობეჭდვა · 11 / 03 / 2019 21:45
ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი - მიხეილ სააკაშვილი

ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

"ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში, ჩემი პირადი ქონება პრაქტიკულად არ გაზრდილა, ჩემივე პრეზიდენტობის დროს, ხაზარაძის ქონება გაიზარდა მინიმუმ ხუთჯერ და ახლა ეს “კაცი” და სინამდვილეში უმადური... მე მადანაშაულებს მის ბიზნესზე ზეწოლაში და ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ყველაფერს ართმევს და საკუთარ ჯიბეში მიაქვს. კარგი რა, სამართალიც კარგი საქონელია. მე, ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და საპრეზიდენტო “არჩევნებში" ივანიშვილის მხარდაჭერას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.