ოჯახში ძალადობის ბრალდებით ქართველი ძიუდოისტი დააკავეს
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 10:14
ოჯახში ძალადობის ბრალდებით ქართველი ძიუდოისტი დააკავეს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ინფორმაციას "იმედინიუსი" შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროპის სამგზის პრიზიორს მეუღლის მიმართ ძალადობაში ედება ბრალი. საქმე ეხება მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომელიც სპორსტმენის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა.

ნაგლიაშვილს მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, თუმცა ის რამდენჯერმე დაარღვია.

ძიუდოს ფედერაციაში ნაგლიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ადასტურებენ იმას, რომ 22 წლის ძიუდოისტს ოჯახური პრობლემები აქვს, რის გამოც საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრება ვერ მოახერხა და საქართველოს ჩემპიონატიც გამოტოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ტეგები