ნინო გოგუაძემ დაგროვებით საპენსიო რეფორმის შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 11:07
ნინო გოგუაძემ დაგროვებით საპენსიო რეფორმის შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის წევრმა და საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა - ნინო გოგუაძემ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტში დაგროვებითი საპენსიო სისტემის საკითხებზე, უნივერსიტეტის პროფესორებთან, სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეები მოქალაქეების საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით და სავალდებულო წესით ჩართვის პირობებით, ფონდში თანხის დაგროვების ოდენობით, ინფლაციის ფაქტორების დაზღვევის, დაგროვებული პენსიის მემკვიდრეობით გადასვლის შესაძლებლობების საკითხებით დაინტერესდნენ.

„ვფიქრობ, რომ ახალი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება ერთ-ერთი გამორჩეული რეფორმაა, რომელიც ბოლო დროს განხორციელდა ქვეყანაში. სამწუხაროდ, ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ამ სისტემის ფუნქციონირების და მისი სანდოობის შესახებ. როგორც საბურთალოს მაჟორიტარი, თავს ვალდებულად ვთვლი ჩემს ამომრჩეველს ზუსტი და სწორი ინფორმაციას მივაწოდო თუ რა სიკეთეების მომტანია აღნიშნული სისტემა და როგორ უზრუნველყოფს ის ღირსეულ პენსიას ჩვენი მოქალაქეებისთვის.“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

საინფორმაციო შეხვედრას საპენსიო ფონდის დირექტორი - ლევან სურგულაძე და მოადგილე, ვაჟა ჯაფოშვილი დაესწრნენ, რომლებმაც დაგროვებითი პენსიის რეფორმის შესახებ დეტალურად ისაუბრეს და შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.

ტეგები