რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენს
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 13:33
რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენს.

მინისტრი ისაუბრებს საზღვრისპირა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ და იმ საჭიროებებზე რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს.

კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 13 მარტს არის ჩანიშნული, ასევე განიხილება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც დგინდება ტყის სხვადასხვა სტატუსი და მისი მართვის ახალი მეთოდები. ამასთანავე განიხილება ცვლილებები სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს ეძლევათ უფლება განსაზღვრონ პარკირების საფასური და პარკირების უფასო დრო.
 

ტეგები