
ოპოზიციის წევრი, დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაში რჩება. მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზსა და შენობის ეზოში პროტესტი მოჰყვა.
"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილები დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ. სასამართლოს ეზოსთან სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.
აქციის მონაწილეებს ამ წუთებში ოპოზიციური პარტიის ლიდერები სიტყვით მიმართავენ.
მოსამართლემ ოპოზიციის წევრის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეწყვეტას ითხოვდა.
დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ტეგები
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |