გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 14:03
გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ

გორში, 15 წლის სკოლის მოსწავლე სახლიდან გუშინ შუადღისას გავიდა და სახლში ამ დრომდე არ გამოჩენილა.

ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი მეზობელ უბანში ბებიასთან სტუმრად გაუშვეს, თუმცა იქ არ მისულა.

15 წლის არჩილ კობერიძის ოჯახმა პოლიციას დღეს დილით მიმართა.

მოზარდი გორის მე-3 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. როგორც სკოლაში ამბობენ, ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვს. 

ტეგები