პრემიერი - თუ ვინმე არ დარჩება ფასეულობების ერთგულად, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენს გვერდით ვერ იქნება
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 14:33
პრემიერი - თუ ვინმე არ დარჩება ფასეულობების ერთგულად, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენს გვერდით ვერ იქნება

ყველა, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უნდა დარჩეს ფასეულობების ერთგულად. თუ ვინმე არ დარჩება, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენს გვერდით ვერ იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რაც შეეხება ფასეულობებს, 2011 წელს ჩვენ ქართველმა ერმა დაგვიჭირა მხარი და ჩვენ მოვიგეთ არჩევნები ძალიან რთულ გარემოში. ამ არჩევნების მოგება ემყარებოდა ფასეულობებს, პრინციპებს და იმ იდეოლოგიას, თუ რა იდეოლოგია უნდა გაგვეტარებინა, როცა ხელისუფლებაში მოვიდოდით. ბუნებრივია, ყველა, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა დარჩეს ამ ფასეულობების ერთგულად. თუ ვინმე არ დარჩება, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენს გვერდით ვერ იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

წყარო: interpressnews.ge

ტეგები