მამუკა ბახტაძე - დღეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, რომელმაც განაპირობა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 16:05
მამუკა ბახტაძე - დღეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, რომელმაც განაპირობა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება

100 წლის წინ, დღევანდელ დღეს გაიხსნა პირველი დამფუძნებელი კრება, რომლითაც დაიწყო პარლამენტარიზმის ისტორია ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს მოქალაქეებს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მიულოცა.

„დღეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, რომელმაც განაპირობა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. 100 წლის წინ, დღევანდელ დღეს გაიხსნა პირველი დამფუძნებელი კრება, რომლითაც დაიწყო პარლამენტარიზმის ისტორია ჩვენს ქვეყანაში. ის, რომ ჯერ კიდევ ასი წლის წინ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ეპოქაში, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი ჰყავდა, ადასტურებს ჩვენს მისწრაფებებს, ფასეულობებს და ჩვენს არჩევანს, ცივილიზაციურ არჩევანს, რომლის მიხედვითაც საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის სრულუფლებიანი ნაწილი. ჩვენ და ჩვენს თაობას აქვს ვალდებულება, რომ ვიყოთ იმავე ღირებულებების და იმ ტრადიციების ერთგული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტეგები