ნიშნიანიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 18:47
ნიშნიანიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ნიშნიანიძის ქუჩა N35-ში, დევნილთა დასახლების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარი 3 500 კვ.მ ფართობზე იგება.
გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, მოეწყო წყალარინების შიდა ქსელიც. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ზაზა გაბუნია და თამარ
ტალიაშვილი გაეცნენ.

„ვასრულებთ კიდევ ერთ საგზაო პროექტს, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოვაწყეთ. აღნიშნულ დასახლებაში 90-მდე ოჯახი ცხოვრობს. ზოგადად, დევნილთა დასახლებებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ვახორციელებთ
იმისთვის, რომ მათი საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 170 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარეობს.

ტეგები