"რაც ამ გოგოს გადახდა: ჯერ ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს..." - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 20:48
"რაც ამ გოგოს გადახდა: ჯერ ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს..." - ნიკა გვარამია

"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მე არ ვიცი სიხარულიძეა თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი. სტუდენტობისას მახსოვს, მეგონა ასხივებდა, ისეთი განსაკუთრებული სილამაზე ქონდა (მის დასაც).

რაც ამ გოგოს გადახდა: ჯერ ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს და ლამის სახელმწიფო დონეზე გადაუწყვიტეს, რომ მისგან შვილი უნდა გაეჩინა. არ თქვათ ახლა, მერე რატომ გაყვაო. ასეთ ძლადობას 99% ვერ გაუძლებდა. მერე გაყრა (აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინცი ძლადობას არ თაკილობს) და სკანდალი. და ახლა სიხარულიძე თუ ბაგრატიონი.

არ მაინტერესებს დნმ, საერთოდაც, სასაცილო სიფსიხედ მეჩვენება მონარქიის იდეა, მაგრამ მაინც:

ჩემი მხარდაჭერა ანა ბაგრატიონს. თუ პრინცესა უნდა გვყავდეს (ფორმალურად, ცხადია), იყოს მაღალი კლასის ანა ბაგრატიონი. ის საოცრება დეგრადიული პრინცი არაფერში არ წერია", - წერს ნიკა გვარამია.

ტეგები