"დამეხმარეთ შვილის პოვნაში" - ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს ეძებს
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2019 22:23
"დამეხმარეთ შვილის პოვნაში" - ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს ეძებს

ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. გიგი გეგეჭკორი 9 მარტს გავიდა წითელსოფელიდან, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი უცნობ ავტომობილს გაჰყვა გუდაურის მიმართულებით. 

"ვეძებთ ავტომობილის მძღოლს იქნებ მივაწვდინოთ ხმა და გამოვიდეს კავშირზე", - წერენ სოციალურ ქსელში გიგი გეგეჭკორის მეგობრები.

"გიგი, დე, შემოგევლოს შენი დედა. გელოდები, დე. მიყვარხარ ჩემო იმედო, ჩემო სიხარულო. გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ შვილის პოვნაში. გააზიარეთ ყველამ. ტელ: 592 20 30 00", - ავრცელებს მიმრთვას სოციალურ ქსელში დაკარგულის დედა.

ტეგები