ირაკლი კობახიძე: ჩემი კაბინეტის კარი ნებისმიერი დეპუტატისთვის ღია არის
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2019 00:25
ირაკლი კობახიძე: ჩემი კაბინეტის კარი ნებისმიერი დეპუტატისთვის ღია არის

 ჩემი კაბინეტის კარი ნებისმიერი დეპუტატისთვის იყო ღია, დღემდე ასეა და ნებისმიერი მათგანი ამას დაადასტურებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავვმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.

 „როდესაც არის თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, არავის არ აქვს პრობლემა კომუნიკაციასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, არის უამრავი საშუალება კომუნიკაციისა, იქნება ეს ფრაქციის შეხვედრები თუ უმრავლესობის შეხვედრები და ა.შ. ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს, აქედან გამომდინარე ასეთ განცხადებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არ ვიცი“, - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

ტეგები