ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანია
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2019 00:31
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანია

საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანია. ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა/

„მახსოვს 2011 წლიდან ოპონენტების მხრიდან საუბარი არის კრიზისზე „ქართულ ოცნებაში“. ამის შემდეგ კი „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად მოიგო ექვსი სხვადასხვა არჩევნები. ეს მათ შორის არის იმის შედეგი, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი და ინარჩუნებს სიმყარეს ამდენი წლის განმავლობაში. ყველაფერი დანარჩენი კი არის სპეკულაციის ნაწილი და ამას აჩვენებს განვლილი წლები“, - აღნიშნა კობახიძემ.

ტეგები