ჯანი ბუკიკიო - ვენეციის კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნას, მოსაზრება გამოვთქვათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2019 10:28
ჯანი ბუკიკიო  -  ვენეციის კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნას,  მოსაზრება გამოვთქვათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით

„ვენეციის კომისიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, მიიღო თხოვნა, საკუთარი მოსაზრება გამოთქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია ამ თხოვნას სწრაფად შეასრულებს, რადგან აცნობიერებს რომ უზენაესი სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნას სასამართლოს სრული შემადგენლობა“,- ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში, რომელიც კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


ჯანი ბუკიკიო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების სურვილს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან.

„მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან, რათა განისაზღვროს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმები და პროცედურები, “- ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.

ტეგები