თბილისში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2019 12:05
თბილისში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

დედაქალაქში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ოჯახებისთვის ფართების დაკანონება წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია 20 ოჯახს ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს.

„საცხოვრებელ ფართებს, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ, ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ვერ იკანონებენ. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და ძალიან ბევრ ოჯახს მივანიჭეთ ეს ბედნიერება. დღეს 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, მათგან 18 ოჯახს ჭიჭინაძის ქუჩაზე, ერთ ოჯახს ვარკეთილი 3-ის მეოთხე მიკრორაიონში, ხოლო ერთ ოჯახს ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა. 

ტეგები