ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბიბლია აუქციონზე გაიყიდა
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2019 13:46
ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბიბლია აუქციონზე გაიყიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბიბლია აუქციონზე გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია eBay-ზე განთავსდა.

ამავე ცნობით, ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბიბლია 325 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ბიბლიის მფლობელის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა საკუთარი ხელმოწერა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დატოვა.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალაბამაში ვიზიტისას, სტიქიით დაზარალებულებს ბიბლია აჩუქა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ბიბლიაზე ავტოგრაფის დატოვების შესახებ, შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ტეგები