სოფიო ქაცარავა ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2019 17:06
სოფიო ქაცარავა ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან ჰიდეიათ ნურ ვაჰიდთან და მის თანმხლებ დელეგაციასთან.

შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდნენ კომიტეტის წევრები გიორგი ხატიძე და რამაზ ნიკოლაიშვილი.



შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საპარლამენტო და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. საუბარი ასევე, შეეხო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მხარეებმა საქართველოში ინდონეზიის საელჩოს გახსნის საკითხზეც იმსჯელეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მეგობრობის ჯგუფები ჩამოყალიბდება, რომლებიც ხელს შეუწყობენ როგორც საპარლამენტო კავშირების ასევე, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას.



„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ოკეანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. არსებობს დიდი პოტენციალი და საპარლამენტო კავშირების გაძლიერება ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს ურთიერთსასარგებლო შედეგების მისაღებად,“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ტეგები