„სიცოცხლისთვის საშიში საბავშვო ბაღები" - ქუთაისში ბუნებრივი აირის მილი 35 ბაღში დალუქეს
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2019 17:20
„სიცოცხლისთვის საშიში საბავშვო ბაღები" - ქუთაისში ბუნებრივი აირის მილი 35 ბაღში დალუქეს

ქუთაისის 35 საჯარო ბაღში, "სოკარ გაზმა" სამზარეულოებში ბუნებრივი აირის მილები დალუქა, ვინაიდან კომპანიამ ამ ბაღებში ბუნებრივი აირის არსებობა სიცოცხლისთვის საშიშად მიიჩნია.

ქუთაისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, რომ ამის გამო ქუთაისის ბაღების სამზარეულო ელექტრო სისტემაზე გადავიდა.

"სოკარ გაზმა" გასცა რეკომენდაცია ბაღებში ბუნებრივი აირის მილები დაელუქათ, ამის გამო ქუთაისის 35 ბაღში კერძები ელექტრო ღუმელებზე მზადდება,"- აცხადებს დავით წიტაიშვილი.

ქუთაისში ამ დროისთვის 37 საბავშვო ბაღია, აქედან 35 ბაღის სამზარეულოში ბუნებრივი აირის მილები დალუქულია.

 

ტეგები