ბრაზილიის სკოლაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2019 18:27
ბრაზილიის სკოლაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

რაზილიის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი, 1 ზრდასრული და 2 მოზარდი, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს.

მედიის ცნობით, შემთხვევა დილით მოხდა. სკოლის შენობაში 2 არასრულწლოვანი შევიდა და სროლა დაიწყო. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ტეგები