ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს პირველადი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2019 21:22
ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს პირველადი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის რუსლან აბაშიძის თქმით, ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს პირველადი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

"ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს ფაქტების გადამოწმება. ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ყველა ფაქტს დაადგენს ექსპერტიზა და გამოძიება. ჩატარდა პირველადი ექპერტიზა, ცხედარი ამჟამად გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ვერსიებზე ვერ ვისუბრებთ, ამას დაადგენს ექსპერტიზა და გამოძიება" - აღნიშნა რუსლან აბაშიძემ.

გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი, ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ცხედრის გადმოსვენების სამუშაოებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იყო ჩართული. ადგილზე იმყოფებოდა, სახელმწიფო სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვარაცხელიას სუიციდის ფაქტის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლებამ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდში, როგორც დევნილი, ბინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით აპლიკაციის შესავსებად გადმოდიოდა. კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა თაგილონი-ნაბაკევის საოკუპაციო ზოლზე დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

რეზონანსი

ტეგები