"მანიაკია, ხალხის ნერვებზე თამაშობს, სიკვდილით უნდა დაისაჯოს" - გორში მოკლული 9 წლის გოგოს დედა
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2019 16:40
"მანიაკია, ხალხის ნერვებზე თამაშობს, სიკვდილით უნდა დაისაჯოს" - გორში მოკლული 9 წლის გოგოს დედა

გორში მოკლული ცხრა წლის გოგოს დედა, ნათია ლალიაშვილი ბრალდებულისთვის, იაგო ნებიერიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„ცრუობს ჯანმრთელობაზე და წინაზეც ცრუობდა. მანიაკია და ხალხის ნერვებზე თამაშობს. პროცესის დახურვა ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. მოლოდონი მაქვს, რომ სამუდამო პატიმრობა მიესჯება ან სიკვდილით უნდა დაისაჯოს, რაც არ გვაქვს. უვადო პატიმრობას ველოდები“, – განაცხადა ნათია ლალიაშვილმა.

ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით 34 წლის იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს.