„ევექსის“ პოლიკლინიკაში ევაკუაციაა
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2019 17:03
„ევექსის“ პოლიკლინიკაში ევაკუაციაა

„ევექსის“ პოლიკლინიკის საბურთალოს ფილიალში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო.

კლინიკის ნულ სართულზე მოხდა კომპრესორის გაცხელება, რამაც შენობის დაკვამლიანება გამოიწვია და სიგნალიზაცია ჩაირთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი არ შეინიშნება.