წყნეთის გზატკეცილისა და ტყე-პარკის ტერიტორიაზე არსებულ ფერდობებზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა იწყება
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2019 17:22
წყნეთის გზატკეცილისა და ტყე-პარკის ტერიტორიაზე არსებულ ფერდობებზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა იწყება

წყნეთის გზატკეცილზე, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 15 მარტიდან დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა დაიწყება, - ამის შესახებ მერიაში აცხადებენ. 

ამ ტერიტორიაზე მოსაჭრელი ხეების რაოდენობა დაახლოებით 500 ძირს შეადგენს. წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ფერდობებზე ჯამში 3575 ზეხმელი და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება. 

დედაქალაქის მასშტაბით 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა იგეგმება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი.

ამ ტიპის კვლევა თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების თაობაზე პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში, ასევე, ამის პარალელურად, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.