გოაზე ოთხი ქართველი დააკავეს
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2019 20:18
გოაზე ოთხი ქართველი დააკავეს

ინდოეთში, გოაზე საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. მათ სახლის გაქურდვაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

შემთხვევა გოას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ სიოლიმში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქართველებმა სახლიდან ნაღდი ფული და სხვადასხვა ძვირფასი ნივთები მოიპარეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებულების მანქანიდან ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ელექტროსაფქვავები, ჩაქუჩები და ჰიდრავლიკრული საჭრელები, რომლებიც სავარაუდოდ ასევე მოპარულია.

ტეგები