ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2019 20:28
ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია. ინფორმაციას "პირველი არხი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრელებს.

35 წლის ალან მარღიშვილი და 22 წლის გიორგი ჩიტიშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

გატაცებული ოკუპირებულ ცხინვალში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს.

ალან მარღიშვილი და გიორგი ჩიტიშვილი ყარაფილასთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

ტეგები