ახალ ზელანდიაში ტერაქტისას გამოყენებულ იარაღზე ქართული წარწერებია (ფოტოები)
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 11:27
ახალ ზელანდიაში ტერაქტისას გამოყენებულ იარაღზე ქართული წარწერებია (ფოტოები)

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმა 28 წლის ავსტრალიელმა პირმა მოახდინა, აღნიშნული ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაციად უკვე შერაცხეს. მან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, მათ შორის ბავშვებს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 40 ადამიანი.

თავდამსხმელმა თავდასხმა ავტომატური იარაღით განახორციელა, რომელსაც სხვადასხვა წარწერებთან ერთად, დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანიც აწერია. აღნიშნულის ამსახველ ფოტომასალას „დეილიმეილი“ ავრცელებს.

პოლიცია ახალ ზელანდიაში მოქმედი ყველა მეჩეთის დროებით დახურვას ითხოვს.