სოფო კილაძე და დავით მათიკაშვილი ბერლინში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეფერატის ხელმძღვანელს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 11:55
სოფო კილაძე და დავით მათიკაშვილი ბერლინში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეფერატის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბერლინში შეხვედრებს აგრძელებს. სოფო კილაძე და დავით მათიკაშვილი ცენტრალური აზიის რეფერატის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, ანკე კონრადს შეხვდნენ.
 
მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებაზე და ორი ქვეყნის პარლამენტების როლზე ამ პროცესში. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. ქართველმა დეპუტატებმა მასპინძელ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის ირაკლი კვარაცხელიას შემთხვევაზე. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს საინვესტიციო გარემოს და გერმანელი ინვესტორების საქართველოთი დაინტერესების საკითხს, რაც, ქართველი დეპუტატების თქმით, სამომავლო პერსპექტივაში სამუშაო ადგილებს შექმნის პოტენციურ შესაძლებლობას იძლევა.
 
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.