სოფელ ხურვალეთთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ, სოფლისკენ გადაადგილება შეზღუდულია
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 15:06
სოფელ ხურვალეთთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ, სოფლისკენ გადაადგილება შეზღუდულია

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთისკენ მოძრაობა შეზღუდულია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ხურვალეთთან მდებარე ქართულ გუშაგოსთან მყოფი პოლიციელები მედიისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ აძლევენ გზის გაგრძელების საშუალებას.

ამ დრომდე არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია, კონკრეტულად რა ხდება სოფელ ხურვალეთში.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან რუსი სამხედროები იმყოფებიან.

"ხურვალეთიდან გვატყობინებენ რომ რუსები შემოვიდნენ სოფელში!!! ჩვენ მივდივართ ხურვალეთში!!!! სასწრაფოდ გაავრცელეთ!!!!", - წერს დავით ქაცარავა.