ახალი გენერალური გეგმა იქნება საფუძველი ქალაქის გრძელვადიანი და სწორი განვითარებისთვის - ნინო გოგუაძე
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 15:47
ახალი გენერალური გეგმა იქნება საფუძველი ქალაქის გრძელვადიანი და სწორი განვითარებისთვის - ნინო გოგუაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე თბილისის საკრებულოში, კომისიების გაფართოებულ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, სადაც დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის პროექტს მხარი დაუჭირეს.

„წლებია თბილისის მოსახლეობა ელოდება ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას, რომელიც მხოლოდ ქალაქის და მისი მაცხოვრებლების ინტერესებზე იქნება მორგებული და დღეს, მივიღებთ ასეთ დოკუმენტს. ახალი გენერალური გეგმა იქნება საფუძველი ქალაქის გრძელვადიანი და სწორი განვითარებისთვის. ორი წელია თვალს ვადევნებ გეგმის შემუშავებას და როგორც საბურთალოს მაჟორიტარისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხს ქალაქში მეტი რეკრეაციული ადგილების შექმნა და ამ ქაოტური მშენებლობებისთვის წერტილის დასმა წარმოადგენს. მიხარია, რომ გეგმის მიხედვით რეკრეაციული ზონები 4 მილიონი კვადრატული მეტრით იზრდება. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღვნიშნავდი იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც K2 კოეფიციენტის  გაყიდვის აკრძალვას უკავშირდება. მთელი ეს პროცესი  ქალაქს ნამდვილად მისცემს ახლებურად და სწორად განვითარების შესაძლებლობას“- განაცხადა ნინო გოგუაძემ.