ზაზა გაბუნია მოსახლეობას შეხვდა
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 16:00
ზაზა გაბუნია მოსახლეობას შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია, თემქაზე, ნიშნიანიძის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა.

ზაზა გაბუნია: ‘’მოსახლეობას შევხვდი თემქაზე, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, ნიშნიანიძის ქუჩაზე. აქ გამგეობა კარგ საქმეს აკეთებს-მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.“

ნაძალადევის რაიონში, ნიშნიანიძის ქუჩის N35-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და  3500 კვ.მ ფართობზე იგება ასფალტის საფარი. აღნიშნულ მისამართზე, გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, ასევე მოწესრიგდა  წყალარინების შიდა ქსელიც.