"ყველაზე რთული საქმე, რომ მომავალი დავგეგმოთ გაკეთდა - თბილისის გენერალური გეგმა მზად არის"
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 16:20
"ყველაზე რთული საქმე, რომ მომავალი დავგეგმოთ გაკეთდა - თბილისის გენერალური გეგმა მზად არის"

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე თბილისის გენგეგმის მიღებას სწორ და წარმატებულ გადაწყვეტილებად აფასებს.

"ვულოცავ თბილისის მერიას და საკრებულოს - დიდი სამუშაო გასწიეს და პროცესი ბოლომდე მიიყვანეს. კახა კალაძე პირობას ასრულებს! უკვე ყველა მოქალაქეს ექნება სწორი ინფორმაცია - როგორი იქნება დედაქალაქი და უბანი, სადაც თვითონ ცხოვრობს, ხვალ, ზეგ და წლების შემდეგაც.

გენ.გეგმის მიღება რომ სწორი და წარმატებული გადაწყვეტილებაა, ამაზე დამატებით კიდევ ერთი გარემოება მიუთითებს: საკრებულოში ზოგიერთი ანტიყველაფრისტი ხმამაღლა აპროტესტებს", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.