სოფო კილაძე ადამიანის უფლებების საკითხებში გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს, ბერბელ კოფლერს შეხვდა
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 16:25
სოფო კილაძე ადამიანის უფლებების საკითხებში გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს, ბერბელ კოფლერს შეხვდა

ბერლინში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს ადამიანის უფლებების საკითხებშიბერბელ კოფლერსშეხვდა.

 

სოფო კილაძემ მთავრობის წარმომადგენელს გააცნო მიმდინარე რეფორმები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროშიმათ შორის სასამართლო რეფორმაბავშვის უფლებებისა და სოციალური მუშაობის შესახებ მიმდინარე რეფორმებიდა სხვაკომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას და განსაკუთრებით გამოყო ახლახანგალში ტრაგიკულად დაღუპულისაქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას საკითხი.

 

ქალბატონი კოფლერი დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში მიმდინარე რეფორმებითამასთანჩვენ გვაქვს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერაროგორც დემოკრატიული განვითარების გზაზეასევეევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხითმსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანიაგანსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთანმიმართებითროდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო ბერკეტებიხშირ შემთხვევაშიყველაზე ეფექტიანი მექანიზმია ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დასაცავად, -აღნიშნა სოფო კილაძემ.