პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია - ირაკლი სესიაშვილი
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 16:42
პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია - ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება დღეს გავრცელებული ინფორმაციის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ.

„პირველ რიგში თქვენ იცით, რომ გავრცელდა სახ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელიც არ ადასტურებს, რომ ოკუპანტები გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, შესაბამისად, რა თქმა უნდა, პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. ყველა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე არიან მობილიზებული და სიტუაციას აკონტროლებენ. მეც ვუერთდები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწოდებას, რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს. 

და თუკი რაიმე ქმედებაა საჭირო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ. ამიტომ შემაშფოთებელია გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა, რამდენადაც ეს უარყოფითად აისახება უსაფრთხოებაზე“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.