ახალი გენერალური გეგმა აუცილებელი წინაპირობაა ქალაქის რძელვადიანი განვითარებისთვის - ნინო წილოსანი
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 16:59
ახალი გენერალური გეგმა აუცილებელი წინაპირობაა ქალაქის რძელვადიანი განვითარებისთვის - ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, დღეს თბილისისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად მიღებული იქნება თბილისის გენერალური გეგმა.

"გენგეგმაში წინასწარაა გაწერილი რეკრეაციული, სამშენებლო თუ სხვადასხვა ზონა, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ქალაქის გრძელვადიანი და გეგმაზომიერი განვითარებისათვის. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო საშუალება, თავიდან ავიცილოთ ინტერპრეტაციები და მანიპულაციები, რასაც კარგად იყენებდა წინა ხელისუფლება K2 კოეფიციენტის გაცემისას. პროცესი, რომელშიც სხვადასხვა დარგის კომპეტენტური ადამიანი იყო ჩართული, საკმაოდ ღიად მიმდინარეობდა. ხოლო, მიღებულ გენერალურ გეგმაში ვფიქრობ, მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ყველა ის ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის. მაგალითად ის, რომ რეკრეაციული ზონების და მწვანე სივრცეების ოდენობა 4 მლნ კვადრატულით იმატებს. ოპოზიციას კი ვურჩევ, სჯობს, თუ რაიმე კვალიფიციური ან პროფესიული შენიშვნა აქვს, გააჟღეროს საქმესთან მიმართებაში, ვიდრე ფაქტების დამახინჯებით პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით", - განაცხადა ნინო წილოსანმა.