7 დღის წინ დაკარგული 25 წლის გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 18:08
7 დღის წინ დაკარგული 25 წლის გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

7-დღიანი ძებნის შემდეგ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გიგი გეგეჭკორი დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფელში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-მ დაუდასტურა. უწყების ინფორმაციით, გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, მიმდინარე წლის 9 მარტს, 1992 წელს დაბადებული გიგი გეგეჭკორის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. "112"-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.

შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს“, - ნათქვამია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ტეგები