სოფიო ქაცარავა და თამარ ხულორდავა ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 19:15
სოფიო ქაცარავა და თამარ ხულორდავა ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარემ, თამარ ხულორდავამ შეხვედრა გამართეს ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანთან, კარლჰაინც კოპფსთან და მის თანხმლებ დელეგაციასთან.

შეხვედრისას, საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური, ტურისტული და ვაჭრობის სფეროში არსებული დიდი პოტენციალი და ამ პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

შეხვედრისას, საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია კიდევ უფრო ძლიერდება.

შეხვედრაზე ისაუბრეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. ქართულმა მხარემ, სტუმრებს, მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღინიშნა ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები და ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის გენერალური დირექტორმა, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, კარლჰაინც კოპფმა, შეხვედრისას, კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა.

ტეგები