კალათბურთელმა აუქციონზე კარიერის განმავლობაში მოპოვებული 234 პრიზი გაყიდა
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 21:36
კალათბურთელმა აუქციონზე კარიერის განმავლობაში მოპოვებული 234 პრიზი გაყიდა

ლეგენდარულმა კალათბურთელმა ქარიმ აბდულ-ჯაბარმა აუქციონზე კარიერის განმავლობაში მოპოვებული 234 პრიზი გაყიდა. აუქციონიდან მიღებულ თანხას 3 მილიონ დოლარს ქველმოქმედებაზე დახარჯავს.

ESPN-ის ინფორმაციით, აბდულ-ჯაბარმა გაყიდა ექვსიდან ოთხი საჩემპიონო ბეჭედი, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ლოტი იყო. ბეჭდებთან ერთად, გაიყიდა ბურთი ჯაბარის ბოლო მატჩიდან. ასევე სეზონის MVP-ის ექვსი პრიზიდან სამი.

1985 წელს მიღებული ბეჭედი 343 700 დოლარად გაიყიდა. ხოლო 1980 და 1988 წლებში მიღებული ბეჭდები 245 000 დოლარად.

აბდულ ჯაბარის საქველმოქმედო ფონდი ბავშებს სწავლაში ეხმარება.

ლეგენდარული კალათბურთელი, პენსიზე 1989 წელს გავიდა. ქარიმ აბდულ-ჯაბარი 71 წლისაა. მისი სიმაღლე 2მეტრი და 18 სანტიმეტრია, ხოლო წონა 102 კილოგრამი.

ტეგები