წვიმა და ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი?
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2019 13:52
წვიმა და ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი?

17-18 მარტს საქართველოში წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ტეგები