არჩილ თალაკვაძე: მოპარული იყო ჩემი პირადი პისტოლეტი და ფული
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2019 14:19
არჩილ თალაკვაძე: მოპარული იყო ჩემი პირადი პისტოლეტი და ფული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მისი ბინის გაქურდვის ფაქტს გამოეხმაურა. დეპუტატის ინფორმაციით, ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და იმ დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ამის შესახებ 1 Tv.ge წერს. 

„მოხდა ქურდობის ფაქტი. პოლიციამ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა და პრაქტიკულად ცხელ კვალზე გახსნა საქმე. მოპარული იყო ჩემი პირადი პისტოლეტი და ფული. რამდენადაც ცნობილია ერთი პირი ამ საქმეზე დაკავებულია და მოპარული ნივთები ამოღებულია. ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და ქურდობის დროს სახლში არ ვიმყოფებოდით. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს. მათ ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე იმუშავეს. სხვა დეტალებს ამ მომენტში ვერ გეტყვით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტეგები