ავარია თბილისში - დაზიანებულია 4 მანქანა, ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2019 16:26

თბილისში, სანაპიროზე ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

"პირველი არხის" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადა. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სულ ოთხი ავტომობილი დაზიანდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის, თუმცა ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარებია ბრიგადაც.

ტეგები